ამირან გამყრელიძე კორონავირუსით რეინფიცირებაზე, კოვიდგადატანილებსა და ბავშვების აცრაზე

საქართველო კოვიდინფექციის გავრცელების პიკურ ეტაპზეა და სპეციალისტების რჩევაა, 2-3 კვირის განმავლობაში განსაკუთრებით დავიცვათ რეკომენდაციები. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ვებინარზე რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა. Europetime-მა ეპიდემიოლოგის დღევანდელი გზავნილები შეკრიბა:

რეკომენდაციები კოვიდგადატანილებისთვის

პოსტკოვიდური სინდრომი გახლავთ სერიოზული პრობლემა და მას სჭირდება მეტი ყურადღება. ჩემი რეკომენდაცია გახლავთ, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანი მჭიდრო კონტაქტში იყოს თავის ოჯახის ექიმთან. სულ მცირე 6 თვის განმავლობაში. ასევე, თუ საჭიროდ ჩათვლის ოჯახის ექიმი, შესაბამისი გამოკვლევებიც ჩაიტაროს.

კოვიდი თავდაპირველად მიიჩნეოდა საკმაოდ მსუბუქ დაავადებად, არ ტოვებდა ხანგრძლივვადიან გართულებებს. ბევრი კვლევით უკვე დადგენილია და უკვე დამკვიდრდა ტერმინი - "პოსტკოვიდური სინდრომი". ის ყველა შემთხვევაში და უმრავლეს შემთხვევაში არ გვხვდებოდა".

რეინფიცირება

განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიმდინარეობს

ვაქცინის გვერდითი მოვლენები

საქართველოში ვაქცინაციის შემდგომი გართულება 120 ადამიანს დაუფიქსირდა, ანაფილაქსიური შოკი კი ერთ პაციენტს გამოუვლინდა. ეს არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გართულება. სიცხის აწევა არ ფიქსირდება.

აუთვისებელი დოზები?

„ბოლო 3 დღის განმავლობაში Sinopharm-ით აცრილია 3941 ადამიანი, Astrazeneca-თი სულ - 28 190. 7 მაისიდან 10 ივნისამდე Sinopharm-ით ჯავშანი აქვს გაკეთებული 25 771 ადამიანს, ხოლო Astrazeneca-ზე ჯავშანი აქვს გაკეთებული 17 216 ადამიანს. ვფიქრობ, Astrazeneca-ზე არავითარი აუთვისებელი დოზა არ იქნება, რადგან საკმაოდ ინტენსიურია აცრები, ამის საშიშროება არ არის.

ბავშვების აცრა

ამის გარეშე პანდემიას კაცობრიობა ვერ დაამარცხებს

აცრის შემდეგ დაინფიცირება

კოვიდვაქცინის პირველი დოზით აცრის შემდეგ 300-მდე ადამიანი დაინფიცირდა.

ცნობისათვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 547 ადამიანს დაუდასტურდა, 1 131 გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.