კორონავირუსის 15 501 აქტიური შემთხვევიდან 589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში მკურნალობს 299 პაციენტი, აჭარაში - 90.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი, მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 77.
2 264 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, აქედან, 1 074 - აჭარაში, ხოლო 846 - თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში 3 080 ადამიანია, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 1 412.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 20 და გამოჯანმრთელდა 1 833 ადამიანი.
ქვეყანაში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 28633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 კი გარდაიცვალა.