გიგი უგულავამ კორონავირუსის საწინაღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი გაიკეთა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"ეს სინოფარმიც შევიშხაპუნე. ქარელის "გორმედის" კლინიკაში. მადლობა პერსონალს. აცრა სრულიად უგრძნობი.
ასე რომ ავიცრათ, გავხსნათ ქვეყანა და ჩვენი ცხოვრება" - წერს გიგი უგულავა.