თბილისში, ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ახალნამშობიარები, 34 წლის ქალი გარდაიცვალა. ექიმებმა ვერც ჩვილის გადარჩენა მოახერხეს
არსებული ინფორმაციით, 7 თვის ორსული ნაადრევად ამშობიარეს და ბავშვმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა.
34 წლის ქალი, სუნთქვის უკმარისობით, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში 19 აპრილს შევიდა. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, ალექსი ვაჩაძის თქმით, სუნქთვის სერიოზული უკმარისობის მიუხედავად, მდგომარეობა არ იყო სარეანიმაციო ამიტომ, პაციენტი თავდაპირველად სამეანო განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
„34 წლის, 30 კვირის ორსული ქალი 19 აპრილს შემოიყვანეს კლინიკაში. მას აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება, 3 დღის მერე მდგომარეობა გართულდა და პაციენტი რეანიმაცია საჭირო გახდა.
გოგონას რეანიმაციაში სასწრაფო საკეისრო ჩაუტარდა. მშობიარობის შემდეგ ნაყოფსაც სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდა და დაახლოებით 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ორსულს ფილტვისა და თირკმებლის ძლიერი დაზიანება არენიშნებოდა, რის შემდეგაც სხვა ორგანოებიც დაზიანდა და 34 წლის ქალი 6 მაისს გარდაიცვალა“, - განაცხადა ბოკერიას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ალექსი ვაჩაძემ.