ისრაელში ჩატარებული კვლევების მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინა სიკვდილიანობის წინააღმდეგ 96.7%-ით ეფექტიანია

The Time Of Israel-ის ინფორმაციით, უახლესი კვლევის თანახმად, Pfizer-ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაში ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის წინააღმდეგ აცრა 96.7%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა.

გამოცემა წერს, რომ Pfizer-ის ვაქცინას 97.5%-იანი ეფექტიანობა აქვს Covid-19-ით გამოწვეული მძიმე გართულებების წინააღმდეგ.

"Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა ძალზე ეფექტურია ყველა ასაკობრივ ჯგუფში სიმპტომური და ასიმპტომური ინფექციებისა და Covid-19-თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის, მძიმე გართულებებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგაც". – წერია კვლევის დასკვნით ნაწილში.