სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში, წელს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება.- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი", -ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის, 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.