საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 54 687 ადამიანი აიცრა

7 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 54 687-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 8700 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. გისურვებთ ჯანმრთელობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.