BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების უსაფრთხოების მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, 40 წელს ქვემოთ, 18-დან 39 წლამდე მოქალაქეებს, რომელთაც ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემები აქვთ, ვაქცინის არჩევის შესაძლებლობას მისცემენ და ალტერნატიული ვაქცინით აცრიან.
როგორც ცნობილია, მარეგულირებლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის განვითარების რისკს შორის გამოვლენილი კავშირია.
დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების უსაფრთხოების მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის 28.5 დოზის გამოყენების შემდეგ, 242 შემთხვევაში განვითარდა თრომბი. რისკი შედარებით მაღალია ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში.