აშშ-ში, მე-6 კლასელმა გოგომ სამი ადამიანი დაჭრა, მათ შორის 2 თანაკლასელია

აშშ-ში, მე-6 კლასელმა გოგომ სამი ადამიანი დაჭრა, მათ შორის 2 თანაკლასელია, ერთი კი სკოლის თანამშრომელი. ამის შესახებ ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს.

შემთხვევა აიდაჰოს შტატში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდისთვის იარაღის ჩამორთმევა და პოლიციის მისვლამდე მისი განეიტრალება მასწავლებელმა მოახერხა.

ამჟამად გოგო დაპატიმრებულია. მას ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება. მიმდინარეობს გამოძიება.

ოფიციალური პირების განცხადებით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია. მათ ტყვია კიდურებში მოხვდა. თუმცა, შესაძლოა მათ ოპერაცია დასჭირდეთ.