ამ შაბათ-კვირას გერმანიაში ძალაში შევა ახალი კანონმდებლობა, რომელიც მეტ თავისუფლებას მისცემს სრულად ვაქცინირებულებს და მათ, ვინც უკვე გამოჯანმრთელდა კოვიდისგან. ამის შესახბე ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, რომ სრულად აცრილი პირები თავისუფლად შეძლებენ ეწვიონ მაღაზიებს, სილამაზის სალონებს და ბოტანიკურ ბაღებს. მათ აღარ დასჭირდებათ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდეგნა. მათ ასევე შეეძლებათ ერთმანეთს დახურულ სივრცეში შეხვდნენ. ამასთან, საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში კარანტინის გავლა არ მოუწევთ.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანიაში "კორონავირუსული პანდემიის მესამე ტალღა, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება".
კორონავირუსული ინფექციების სიხშირე ყველა ასაკობრივ ჯგუფში იკლებს, - განაცხადა რობერტ კოხის სახელობის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა და დაამატა, რომ "ინფექციის რიცხვის შემცირება, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კოვიდიანი პაციენტების შემცირება და დაჩქარებული ვაქცინაციის კამპანია ძალიან პოზიტიურია და იმედი გვაქვს, რომ პანდემიას მალე გავაკონტროლებთ".