ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა 10 მაისს გაიმართება.ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მინისტრთა შეხვედრაზე ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იგეგმება.
გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას რუსეთთან ურთიერთობების, ავღანეთში აშშ-ის მიერ ჯარების გამოყვანის პროცესის დაწყების შედეგად შექმნილი სიტუაციის, ვენაში მიმდინარე ირანის ატომურ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისა და პალესტინაში გაუქმებული არჩევნების საკითხების განხილვა, ამასთანავე, საგანგაშო სიტუაცია ლიბანში და კორონავირუსის პანდემია.
შეხვედრაზე იგეგმება კლიმატის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კერის ჩართვაც.
შეხვედრას წარუძღვება საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.