იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებისას 163 პალესტინელი და 6 პოლიციელი დაშავდა

იერუსალიმში, პალეტინელებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 163 პალესტინელი და 6 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ პალესტინელმა ექიმებმა და ისრაელის პოლიციამ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უმეტესობა მათგანი დაშავდა ალ-აქსას მეჩეთთან, მას შედეგ, რაც შეკრებილებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, პოლიციელებმა კი მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს.

ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსი ერთ-ერთი წმინდა ადგილია როგორც ისლამის, ისე, იუდაიზმის აღმსარებელთათვის. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ პალესტინელებს მეჩეთში შესვლის უფლება არ მისცა.

დაშავებულთა სამკურნალოდ საველე ჰოსპიტალის მოწყობა გახდა საჭირო.