ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 693, ხოლო 18 ინფიცირებული გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 320 830 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 299 500, გარდაიცვალა 4 263 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 384 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 15 341, ხოლო, PCR-ით — 12 043.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,71%, ბოლო 14 დღის — 5,84%, ხოლო 7 დღის — 6,71%
ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან 900 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 105, იმერეთი - 162, ქვემო ქართლი - 72, შიდა ქართლი - 52, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 115, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 17 041, საიდანაც: 4 284 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 470, აჭარაში - 493, იმერეთში - 443.
მძიმე პაციენტი: 912, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 83, იმერეთში -114.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 186, მათგან თბილისში - 126, აჭარაში - 11, იმერეთში - 12.
788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 427 - თბილისში, 332 - აჭარაში. 11 969 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე ივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 618 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 534 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 324 პირი, აჭარაში - 2 135, იმერეთში - 1 080.