აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მალე შეხვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, პუტინთან ივნისში შესაძლო შეხვედრის შესახებ, ჯო ბაიდენი პასუხობს: "მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული თარიღი თუ ადგილი. ამაზე ვმუშაობთ".
ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებისა, მას პუტინთან შეხვედრა სურს.
”ეს გავლენას არ ახდენს ჩემ სურვილზე ინდივიდუალურად შევხვდე მას და თქვენ შეამჩნევდით, რომ მანამდე უფრო მეტი ჯარი ჰყავდა (უკრაინის საზღვართან). მან გაიყვანა ჯარი", - თქვა ბაიდენმა.