როგორც ცნობილია, Pfizer-მა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საკვლევ ქვეყნად ისრაელი აარჩია. Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ Israel's Channel 12-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის მიზეზები განმარტა, რის გამოც კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ინტერვიუში ალბერტ ბრულა ასახელებს ორ მნიშვნელოვან მიზეზს, რის გამოც ისრაელი შეარჩიეს, ერთი - ისრაელი შედარებით პატარა სახელმწიფოა და მეორე - ჯანდაცვის ელექტრონული ჩანაწერების არსებობა, რომლებსაც მოსახლეობის 99% -ზე მეტი ფლობს.
მიუხედავად ამისა, ბურლას თქმით, მთავარი მიზეზი, რამაც საბოლოოდ გადახარა ისრები ისრაელის სასარგებლოდ, პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუმს დაჟინებული მოთხოვნა იყო, რასაც ბურლა "აკვიატებას" უწოდებს.
"მან 30-ჯერ დამირეკა. ის მეკითხებოდა იმ ვარიანტების შესახებ, რა მონაცემებიც გვაქვს. მე ვეუბნებოდი, "პრემიერ-მინისტრო, ღამის 3 საათია". ის მპასუხობდა, "არა, არა, არ ინერვიულო, მითხარი". ან დამირეკავდა, რომ ეკითხა ბავშვების (ვაქცინაციის) შესახებ, "სკოლების აცრა მჭირდება". ან იმისთვის, რომ ეკითხა ორსული ქალების შესახებ. შესაბამისად, მან დამარწმუნა, გულწრფელად, რომ ყველაფერს გააკეთებდა". – განაცხადა ბურლამ.