შარლ მიშელი: მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი აღარ განმეორდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76 წლისთავს Twitter-ში გამოეხმაურა.

"დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი შესრულდა. ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც იმ ბნელ დროში იტანჯებოდა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი აღარ განმეორდება",- წერს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, რომ 1945 წლის 8 მაისს, კარლჰოსტში, ევროპის დროით 23:01 საათზე, ხელი მოეწერა ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციას, რომლის შემდეგაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.