ევროკავშირი Pfizer-თან 1.8 მილიარდი დოზა ვაქცინის შესყიდვაზე შეთანხმდა

ევროკავშრისი Pfizer-თან დამატებით 1.8 მილიარდი დოზა ვაქცინის შესყიდვაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

”სიხარულით ვაცხადებ, რომ ევროკომისიამ ახლახანს გააფორმა კონტრაქტი Pfizer-BioNTech-თან 2021-2023 წლებისთვის გარანტირებული 900 მილიონი დოზის მისაღებად (+900 მილიონის დამატების შესაძლებლობით)”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ში.

ევროკომისიის ცნობით, აღნიშნული დოზებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, საჩუქრის სახით გასაცემად და სხვებისთვის მისაყიდად გამოიყენებენ.