"შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს", - ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე გამოეხმაურა.
„მშვენიერია! კარგია იმის დანახვა, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა რეგულარული საპარლამენტო მუშაობისაკენ“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა