საია-ს განმარტებით, პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ნიკა მელიას ციხის დატოვება დღესვე შეუძლია

საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ნიკა მელიას ციხის დატოვება დღესვე შეუძლია. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საიამ თბილისის საააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე თანხა დაახლოებით 15:00 საათზე ჩარიცხა.

"შესაძლოა, ეს თანხა ჯერ არ იყოს ანგარიშზე ასახული, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ არცაა აუცილებელი ანგარიშზე თანხის ასახვა. ზოგადად, პირიქით ხდება ხოლმე; ჯერ შუამდგომლობა შედის გირაოსთან დაკავშირებით. დადასტურებულია ევროკავშირის მხრიდანაც და ჩვენ მიერაც, რომ თანხა უკვე გაგზავნილია და გადარიცხულია. ამ პირობებში, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პროკურატურა შუამდგომლობით წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება შეცვლასთან დაკავშირებით. შემდეგ, რა თქმა უნდა, ანგარიშზე თანხაც აისახება", - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.