ვოლოდიმირ ზელენსკი: მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელები იმისთვის არ იბრძოდნენ, რომ 76 წლის შემდეგ, სხვა ომმა მათი სიცოცხლე შეიწიროს

მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელები სხვა ეროვნების ხალხთან ერთად იმიტომ არ იბრძოდნენ, რომ 76 წლის შემდეგ სხვა ომმა ჩვენი ხალხის სიცოცხლე შეიწიროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე განაცხადა.

"როდესაც ჩვენ ვამბობთ "აღარასდროს ", პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ "არასოდეს დავივიწყებთ". კერძოდ, არასოდეს დაივიწყებთ, რომ უკრაინელები ათობით ეროვნების ხალხთან ერთად იბრძოდნენ ნაციზმის წინააღმდეგ - მათ შორის, რუსებთან, პოლონელებთან, ბელორუსებთან, ებრაელებთან, ქართველებთან, სომხებთან, ბრიტანელებთან, ამერიკელებთან, ფრანგებთან და მრავალი სხვა. ეს იმისთვის ნამდვილად არ გაგვიკეთებია, რომ 76 წლის შემდეგ ომმა ჩვენი ხალხის სიცოცხლე შეიწიროს"”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე, ზელენსკის განცხადებით, არასდროს უნდა დავივიწყოთ, "რომ ნაციზმი აბსოლუტური ბოროტება იყო" და ვინც მის გამართლებას შეეცდება, მხოლოდ დაგმობის ღირსია.