ავღანეთში, ქალთა სკოლის მახლობლად აფერთქებას  25 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაიჭრა

მინიმუმ 3 აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის დასავლეთით, საიდ-ულ-შუჰადას საშუალო სკოლასთან, რასაც 25 ადამიანის ემსხვერპლა, 20 კი დაიჭრა. აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადატურა.

როგორც ცნობილია, სკოლის მახლობლად სამი ბომბი ჩამოვარდა.

მოხმდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოსწავლეები სკოლას ტოვებდნენ.

"ჯერ მანქანაში აფეთქდა ბომბი, შემდეგ კი კიდევ ორი ​​აფეთქება მოხდა ქაბულში, ქალთა სკოლის მახლობლად", - თქვა სკოლის მასწავლებელმა.

მან დასძინა, რომ მსხვერპლთა უმეტესობა გოგონები არიან.