თვალი ადევნეთ ჩინური რაკეტის ტრაექტორიას ონლაინ, რომელიც დედამიწას უახლოვდება

ჩინეთის რაკეტა Long March 5B-ის გამწევი მოწყობილობა ატმოსფეროში სავარაუდოდ 9 მაისს, დილით შემოვა. მისი გადაადგილებისთვის თვალის დევნება You Tube-ზეც არის შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო

ბოლო ინფორმაციით ჩინური უკონტროლო რაკეტის ნამსხვრევები შესაძლოა, სამხრეთ იტალიის ამ 9 რეგიონში ჩამოცვივდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Italy24news-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევები შეიძლება ჩამოცვივდეს დედამიწაზე 6 საათის განმავლობაში, კვირას, 9 მაისს, 02:24 საათამდე და არსებიობს სამი ტრაექტორია. განსაკუთრებით საყურადღებოა სამხრეთ იტალიის ცენტრალური ნაწილი.

როგორც გამოცემა წერს, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური, მოქალაქეებს ურჩვევს ამ პერიოდის განმავლობაში დარჩნენ სახლებში და არა ღია ადგილებში, რადგან "ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრაგმენტებმა შენობების ნგრევა გამოიწვიოს".