" შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხის განხილვამდე, სიტუაციას დავაკვირდებით. საკოორდინაციო საბჭო სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩატარდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა
"მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებას სწორედ საბჭო იღებს. არ მგონია, ახლა სიტუაცია მართვადია. კი არის ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული და უძლებს ამ ზეწოლას. ყველა ერთად თუ დავიცავთ წესებსა და რეკომენდაციებს, მაშინ დამატებითი შეზღუდვები არ გვინდა. როგორმე მაისი უნდა გავიაროთ ამ ფარგლებში და არ მივცეთ ბიძგი ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.