ჩინეთის კოსმოსური რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა

The New York Times ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის კოსმოსური რაკეტის Long March 5B-ის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში, მალდივის კუნძულების დასავლეთით ჩამოცვივდა.

როგორც გამოცემა წერს, რაკეტა long March 5B-ის დიდი ნაწილი დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა.

BBC წერს, რომ 22-ტონიანი ჩინური რაკეტის ნაწილების ჩამოვარდნის კოორდინატებია: აღმოსავლეთი - 72.47°, ჩრდილოეთი - 2.65°. ეს ადგილი მალდივის კუნძულების დასავლეთითაა.

ცნობისთვის, 4 მაისს ცნობილი გახდა, რომ დედამიწას უზარმაზარი რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა.