Deutche Welle - არაბეთის ზღვაში დააკავებული გემიდან, დიდი რაოდენობით ჩინური და რუსული წარმოების იარაღი ამოიღეს

Deutche Welle-ს ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა არაბეთის ზღვაში დაკავებული გემიდან დიდი რაოდენობით ჩინური და რუსული წარმოების იარაღი ამოიღეს.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის სარაკეტო კრეისერმა, „მონტერეიმ“ არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე მცურავი გემი დააკავა.

ჩხრეკის შედეგად, გემიდან ჩინური წარმოების ათასობით ავტომატი და რუსული წარმოების ანტი-სატანკო რაკეტები, ასობით ტყვიამფრქვევი, სნაიპერული შაშხანები, ყუმბარმტყორცნები და ოპტიკური სამიზნეები ამოიღეს.

ამჟამად ექსპერტები არკვევენ, თუ საიდან იყო გამოგზავნილი და ვისთვის იყო განკუთვნილი რუსული და ჩინური წარმოების იარაღი.