Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის უდიდესი საწვავის მილსადენი - რომელიც საწვავს აღმოსავლეთის სანაპიროს დაახლოებით ნახევარს აწვდის - მასზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო იძულებული გახდა მთელი ქსელის მუშაობა შეეჩერებინა.
კომპანია აცხადებს, რომ დაიქირავა კიბერუსაფრთხოების კომპანია, რომელიც გამოიძიებს თავდასხმის ხასიათს და მასშტაბს, და ასევე დაუკავშირდა სამართალდამცავ ორგანოებს და შესაბამის ფედერალურ უწყებებს.
როგორც ცნობილია Colonial Pipeline-მა 8 მაისს გამოაცხადა, რომ წინა დღეს მსხვერპლი გახდა გამომძალველი პროგრამით განხორციელებული თავდასხმისა და საფრთხის გასანეიტრალებლად, "პროაქტიულად", თავისი სისტემები ინტერნეტიდან მოხსნა - რის გამოც შეჩერდა მილსადენის მუშაობა და შეფერხდა ზოგიერთი კომპიუტერული სისტემა.