ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის განცხადებით, მიმდინარე კვირაში, საქართველოში შესაძლოა დამატებით 40-მდე იმუნიზაციის კაბინეტი გაიხსნას. კაბინეტების დამატებით, შესაძლებელი გახდება მაისში დაახლოებით 55 000 ადამიანი აიცრას.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესი კოვიდპანდემიასთან ბრძოლის ეტაპზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს.
მისივე განმარტებით, საქართველოში არსებობს იმის რესურსი, რომ ვაქცინების რაოდენობამ მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, კაბინეტების დამატება კი, მეტი გარანტია იმისათვის, რომ ქვეყანამ მალე შეძლოს პანდემიის დამარცხება.