Deutche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიაში სოციალ-დემოკრატებმა კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი წარადგინეს. მას მხარი პარტიის დელეგატების 96 პროცენტზე მეტმა დაუჭირა. კენჭისყრა ვირტუალურად გამართულ ყრილობაზე შედგა.
როგორც ცნობილია, შოლცს ხმა 513 დელეგატმა მისცა, წინააღმდეგი იყო 20, ხოლო 12-მა თავი შეიკავა.
ამრიგად სოციალ-დემოკრატიული პარტია პირველია, რომელმაც გერმანიაში სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ კანცლერობის კანდიდატი დაასახელა.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს გაიმართება.