ვაქცინაციაზე რეგისტრაცია გამარტივდა

ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის შექმნილ ვებგვერდზე თავისუფალი ადგილების ძიება გამარტივდა. შესაბამის პლატფორმაზე ახლა მხოლოდ თავისუფალ ადგილებს აჩვენებს. მისი მიხედვით, Sinopharm-ზე რამდენიმე ადგილი მხოლოდ რეგიონებშია დარჩენილი.

„სინოფარმის დამატებითი დოზები იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს დამატებით 100 000 დოზაზე ხელმისაწვდომობა, ივნისში დამატებით 250 000 დოზას ველით, თუმცა მოლაპარაკება კიდევ დამატებით 250 000 დოზაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, იმ რაოდენობის გარდა, რომელიც დღეს სრულიად დაჯავშნილია, ჩვენ კიდევ ხელმისაწვდომი 600 000 დოზა გვექნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

Sinophar-ით აცრა 4 მაისს დაიწყო.