„უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ რუსეთი უფრო აგრესიული ხდება“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების დაწყებამდე.
„დღევანდელი დისკუსია მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, რუსეთი და ბელარუსი. რუსეთთან დაკავშირებული ძალიან შემაშფოთებელი მოვლენები ვითარდება, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ რუსეთი აშკარად უფრო აგრესიული ხდება. ამის მაგალითია არამხოლოდ ის, რაც ხდება უკრაინასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებით, არამედ ევროკავშირის შიგნით. ჩეხეთში მომხდარი ფაქტი შესაბამისი პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს.
ჩვენ ასევე განვიხილავთ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს. მე ვფიქრობ, ახალი ფურცელი გადაიშალა ევროკავშირსა და აშშ-ს ურთიერთობებში. ეს მომენტი არის დიდი შესაძლებლობა ურთიერთობების გასაძლიერებლად, რომელიც ცოტა შერყეული იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ ერთად აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან, მეტი დემოკრატიისთვის, მეტი კანონის უზენაესობისთვის საბრძოლველად, ადამიანის უფლებების მეტი დაცვისთვის რეგიონში“, - განაცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა.
საქართველოს დემოკრატიული გზა, მთავარი აქტივია აშშ-ისა და ევროპისთვის - ანალიტიკოსი