ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ,,სინოფარმით" აიცრა.
მან ვაქცინაცია ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში ჩაიტარა. მიტროპოლიტი თავს კარგად გრძნობს. მისივ თქმით, პანდემიის დასასრულებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
აღსანიშნავია, რომ მეუფე დიმიტრი მაღალი იერარქიის პირველი სასულიერო პირია, რომელიც კოვიდზე საჯაროდ აიცრა.
„სინოდის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ასეც არის სხვადასხვა ქვეყანაშიც. ყოველდღიურად, როცა განიცდი ამდენი ადამიანის, მეგობრის, ახლობლის დაღუპვას, როდესაც ეს იცი, ისტორიულად პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა, ყოველდღიურად უფალს ევედრები, რომ გვიხსნას სიკვდილისაგან. ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის და კიდევ ერთხელ, ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, ექიმებს მადლობა გადავუხადო“, - აცხადებს მიტროპოლიტი.
.