The Guardian-ის ინფორმაციით, გერმანიაში Johnson & Johnson-ის ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, აღნიშნული ნაბიჯი გერმანიას საშუალებას მისცემს ვაქცინაციის კამპანია უფრო სწრაფად და პრაგმატულად ჩაატაროს.
„Johnson & Johnson-ის ვაქცინაზე პრიორიტეტულობას ვაუქმებთ, ისევე როგორც ეს AstraZeneca-ს შემთხვევაში გავაკეთეთ. ყველას ექნება ვაქცინაციის გავლის შესაძლებლობა ექიმებთან კონსულტაციისა და ინდივიდუალური გადაწყვეტილებების საფუძველზე“, - აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.