საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მინისტრთან ერთად, ვაქცინაცია ჩაუტარდათ მის მოადგილეებს, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს 50-მდე თანამშრომელს.