ვიოლა ფონ კრამონი: ნიკა მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი ეტაპი შესრულდა

„ნიკა მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შესრულდა“, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter გვერდზე წერს, რომ ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას.

„მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შესრულდა. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც მოითხოვს მხარეებს შორის თანამშრომლობას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს საქართველოში“, - წერს ევროპარლამენტარი.

სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.