ნიკა მელია: თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე

"თუკი აქ რამეზე ნაკლებად მიფიქრია, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე", - ამის შესახებ ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე აპირებს თუ არა იგი მისი კანდიდატურის მერად წარდგენას, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ მომენტში ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა გაუჭირდება.

მისივე თქმით, ის ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მოგვიანებით გასცემს.

"სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, მართლები ვიქნებით და გავიმარჯვებთ. თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე. ახლა არ მინდა ამ საკითხზე მოკლე კომენტარით შემოვიფარგლო, რადგან მინად-არ მინდა პოზიცია გამიმრუდდება. ჩემი აზრით, ამას სჭირდება კარგი ინტერვიუ თითოეულ თქვენგანთან და ყველა ამომწურავ კითხვაზე გაგცემთ პასუხს", - განაცხადა მელიამ.