"პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება მჭიდრო კონსულტაციები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იგეგმება ბლოკ "ნაციონალური მოძრაობის" ფარგლებში, პარტიაში, მეგობრებთან შეხვედრები“, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრები გაიმართება არასაპარლამენტო პარტიებთან, მათ წარმომადგენლებთან და იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, კითხვაზე, შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, ცალსახა პასუხი არ აქვს.
"ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო პარტიაში, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც ვერ გეტყვით რა შედეგით დასრულდება. პარტიასთან, ჩემს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, - პარტიის წევრებს არ ვეძახი, ვაპირებ ამ საკითხების დეტალურად გავლას, ამის გარდა, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით. მგონია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური", - განაცხადა ნიკა მელიამ.