შეტაკებების პარალელურად, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს

ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობის ფონზე ღაზიდან იერუსალიმის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პალესტინელებს და ისრაელის პოლიციას შორის რამდენიმე დღეა, შეტაკებები იერუსალიმში და ღაზის სექტორის საზღვართან მიმდინარეობს. ესკალაციის მიზეზი პალესტინელთა 70-ზე მეტი ოჯახის გასახლების შესახებ გეგმაა.

ისრაელის პოლიციასთან დაპირისპირების დროს აღმოსავლეთ იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის წინ 300-ზე მეტი პალესტინელი დაიჭრა.