30 ივლისის შემდეგ პირველად, დიდ ბრიტანეთში COVID19-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვვეა არ დაფიქსირებულა

30 ივლისის შემდეგ პირველად, დიდ ბრიტანეთში COVID19-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვვეა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება. დაფიქსირდა 2,357 ახალი შემთხვევა.

ბრიტანეთი შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს და სავარაუდოდ, რესტორნებს, მუზეუმებსა და კინოთეატრებსაც გახსნის.

დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია 7 აპრილიდან ამერიკული Moderna-თითაც დაიწყო, მანამდე კი, ასევე იყენებდნენ Pfizer-ს და Astrazeneca-ს.

სულ აღრიცხულია 4 მილიონზე მეტი შემთხვევა. გარდაიცვალა 127 609 ადამიანი.