კორონავირუსის მე-3 ტალღის თავიდან აცილების მიზნით, მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა 12 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით მკაცრი შეზღუდვები დააწესა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, "მალაიზია პანდემიის მესამე ტალღის წინაშე დგას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეროვნული კრიზისი".
მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების ყოველდღიურმა შემთხვევებმა 4000-ს გადააჭარბა.
მკაცრი შეზღუდვების პირობებში, ქვეყნის მასშტაბით ყველა სოციალური შეკრება აიკრძალება. აიკრძალება ასევე მოგზაურობა, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. მოგზაურობა დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემტხვევაში. აიკრძალება ყველა სოციალური აქტივობა, ღონისძიება და რესტორანებში სიარული.
"ქვეყანაში მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გამოცდებს აბარებენ", - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დამსაქმებლებმა ოფისებში დასაქმებულთა არა უმეტეს 30% უნდა დატოვონ. მისი თქმით, ასევე გაიხსნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მშობლების დასახმარებლად.
მალაიზიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ქვეყანაში ერთი მანქანით გადაადგილება მხოლოდ 3 პირს შეეძლება, ხოლო მოძრაობა ქალაქებს, რეგიონებსა და შტატებს შორის მხოლოდ პოლიციის სპეციალური ნებართვით იქნება შესაძლებელი.
მეჩეთში, სადაც 1000 ადამიანი ეტევა, მათი რიცხვი 50-მდე შემცირდება.