დღევანდელ საგანგებო სხდომაზე, სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არც მეორედ დაუჭირა.
ფაშინიანის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა. ერთმა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 76-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
ამრიგად, სომხეთში რიგგარეშე არჩევნების პროცესი დაიწყო და ეროვნული ასამბლეა კანონის ძალით დაიშალა .
ახალი პარლამენტის ჩამოყალიბებამდე დეპუტატები დროებით გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და უფლებამოსილების განხორციელებას.
ცნობისთვის, თანამდებობიდან გადადგომისას, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს, რათა ქვეყანაში ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მან მაშინ განაცხადა, რომ არჩევნები 20 ივნისს გაიმართება. მიუხედავად ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის დაშლის შემდეგ უნდა გამოაცხადოს არჩევნების საბოლოო თარიღი.