12 მაისს, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

12 მაისს, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

"გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 12 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე იყიდება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.