ფრანგი სამხედროები მთავრობას სამოქალაქო ომის შესახებ აფრთხილებენ

ფრანგი სამხედროები მთავრობას ღია წერილით მიმართავენ და მორიგი სამოქალაქო ომის შესახებ აფრთხილებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, წერილს 130 000-ზე მეტი პირი აწერს ხელს.

წერილის ავტორები ქვეყნის ხელისუფლებას ისლამიზმთან პოზიციების "დათმობაში" ადანაშაულებენ.

"ეს ეხება ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში, საფრანგეთის ჯარი საკუთარ მიწაზე წესრიგს უზრუნველყოფს.

საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება და თქვენ ეს მშვენივრად იცით", - ნათქვამია ტექსტში, რომელიც ჯარისკაცებმა ანონიმურად გამოაქვეყნეს და საზოგადოების დახმარების თხოვნით მიმართავენ.

საფრანგეთის მთავრობამ დაგმო აღნიშნული, ისევე როგორც მსგავსი წერილი გასულ თვეში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა ანონიმური ხელმომწერები "გამბედაობის" უქონლობაში დაადანაშაულა.