აშშ-მა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვა.

ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ავტორიზაცია კორონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს ხელს შეუწყობს შემოდგომაზე სრულ განაკვეთზე სკოლაში უსაფრთხო დაბრუნების შანსებს.

"ჩვენ ვიცით, რომ ეს დიდი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის. ახალგაზრდა მოსახლეობის ვაქცინაცია გვაახლოებს ნორმალური მდგომარეობის დაბრუნებასთან და პანდემიის დასრულებასთან," - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც Pfizer-მა მარტის ბოლოს განაცხადა, მისმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ 12-15 წლის ბავშვებში ვაქცინა უსაფრთხოა და 100% ეფექტურია.