COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 788 ადამიანს დაუდასტურდა, 1 251 გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის სესახებ ინფორმაციას მთავრობის ადამინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 349 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 183 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 324 256 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 303 679, გარდაიცვალა 4 336 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი: 10 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.07%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.35%.

ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან 963 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 127, იმერეთი - 178, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 72, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 79, მცხეთა-მთიანეთი - 73, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 16 215, საიდანაც: 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 454, აჭარაში - 464, იმერეთში - 495.

მძიმე პაციენტი: 890, მათ შორის, თბილისში - 458, აჭარაში - 91, იმერეთში -125.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 201, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 9, იმერეთში - 13.

775 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 406 - თბილისში, 343 - აჭარაში. 11 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 10 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 629 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 153 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 715 პირი, აჭარაში - 1 821, იმერეთში - 1 288.