ჩინეთის მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა

მთავრობის მონაცემებით, ჩინეთის მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საშუალო წლიურმა ზრდამ 0.53% შეადგინა, რაც 2000-დან 2010 წლამდე 0,57%–ით შემცირებას ნიშნავს, მოსახლეობის რაოდენობა 1,41 მილიარდს აღწევს. აღწერა ჩატარდა 2020 წლის ბოლოს, რომლის განმავლობაშიც დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანი კარდაკარ დადიოდა ჩინეთის ოჯახებიდან ინფორმაციის შესაგროვებლად.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, დაბალი მაჩვენებელი ჩინეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ბუნებრივი შედეგია.

შობადობა მეზობელ ქვეყნებში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, წყვილების მიმართ მთავრობის სხვადასხვა პროგრამის მიუხედავად, ბოლო წლებში ასევე შემცირდა.