2021 წლის 26 მაისს მთვარე სრულად დაბნელდება - ასტრონომიური მოვლენა, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება

2021 წელი არის წელი, როდესაც ზევით უნდა აიხედოთ! უამრავი საოცარი ასტრონომიური მოვლენა მოხდება, თუმცა მთვარის მთლიანი დაბნელება მოხდება 26 მაისს. მთვარის სრული დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა სრულყოფილად შეესაბამება ხაზს მთვარესა და მზეს შორის, ის ქმნის ჩრდილს, რომელიც მთვარეს ანიჭებს მოწითალო-მონარინჯისფრო ელფერს (ამიტომ მთვარის მთლიანი დაბნელება სისხლის მთვარეებად მოიხსენიება).

ეს ციური მოვლენა ხილული იქნება წყნარი ოკეანის მთელ ნაწილში და აღმოსავლეთ აზიის, იაპონიის, ავსტრალიის და დასავლეთ ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილებში, რომელიც სავარაუდოდ დაიწყება დღის 1:46 საათზე.

მთვარე დედამიწის ჩრდილის ბნელ ნაწილში შევა დაახლოებით 2:45 საათზე და თუ გსურთ თვალი ადევნოთ მთვარის ზედაპირს, მთლიანად დაფარული დედამიწის დაჩრდილულ არეს, ამის შესაძლებლობა დღის 4:11-დან 4:26 საათამდე გექნებათ.

დაბნელება მთლიანობას 15 წუთზე ნაკლებ დროში მიაღწევს, ასე რომ დარწმუნდით, რომ არ გამოტოვებთ მას, რადგან 2024 წლამდე უნდა დაელოდოთ, რომ ამჯერა დმზის სრული დაბნელება იხილოთ.

იმ ქვეყნებს კი ვისაც საშუალება არ გვაქვს ეს საოცარი სანახაობა პირადად ვნახოთ, სხვადასხვა ასტრონომიურ პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა ონლაინ ვუყუროთ.

მთვარე ზოგადად მოქმედებს ადამიანების გუნება-განწყობაზე და ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ 20-26 მაისამდე მოსახლეობაში აგრესია მოიმატებს და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.