Sinopharm-ის მეორე დოზაზე რეგისტრაციის თარიღი ცნობილია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Sinopharm-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია ხვალ, 12 მასისის 20:00 საათიდან დაიწყება.

"Sinopharm-ის მეორე დოზებით ვაქცინაცია მოსახლეობას 25 მაისის შემდეგ უწევს. ხვალ დღის ბოლოდან, 20:00 საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლობას სინოფარმის მეორე დოზებზე", - განაცხადა გაბუნიამ.

სინოფარმით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისს დაიწყო.

7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ Sinopharm ვაქცინის საგანგებო გამოყენების ნებართვა გასცა.