7 თვიანი პაუზის შემდეგ ცნობილი საოპერო თეატრი ლა სკალა საზოგადოებისთვის გაიხნა.
როგორც Reuters-ი წერს, საოპერო თეატრს 500 ადამიანი ესტუმრა.
გახსნის ცერემონიალზე ჯუზეპე ვერდის, რიჩარდ ვაგნერისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების არიები შესრულდა.
”ეს არის არა მხოლოდ ლა სკალას გახსნა, არამედ ეს მთლიანად იტალიის გადატვირთვის სიმბოლოა”, - განაცხადა ლა სკალას სამხატვრო ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ იტალიამ გასული წლის ოქტომბერში პანდემიის გამო, დახურა თეატრები და საკონცერტო დარბაზები.
როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, ცნობილი საოპერო თეატრი ამ თვეში წარადგენს თავის ახალ სეზონს.
Reuters-ის ინფორმაციითვე, ლა სკალაში დაგეგმილი რამდენიმე კონცერტის ბილეთები უკვე სრულად გაყიდულია.