სროლა რუსეთის ქალაქ ყაზანის სკოლაში, არიან დაღუპულები

რუსეთის ქალაქ ყაზანის სკოლაში სროლისას შვიდი ბავშვი და მასწავლებელი მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ოფიციალური პირების თქმით, 20-ზე მეტი ადამიანი დაჭრილია და მათ შორის ძირითადად ბავშვები არიან.

დაკავებულია 19 წლის ეჭვმიტანილი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იარაღის კონტროლთან დაკავშირებული კანონპროექტი გადაიხედება.