როგორია იტალიელის მდგომარეობა, რომელსაც შეცდომით Pfizer-ის 6 დოზა გაუკეთეს

23 წლის იტალიელი ქალი, რომელსაც შეცდომით Pfizer ვაქცინის 6 დოზა გაუკეთეს, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

Daily Maily წერს, რომ მან საავადმყოფო ორშაბათს დატოვა, თუმცა მედიკოსები მის მდგომარეობას დააკვირდებიან, გააკონტროლებენ და შემდეგ გადაწყვეტენ, საჭირო გახდება თუ არა მისი მეორე დოზით ვაქცინაცია.

როგორც ექიმი მედისაშუალებასთან საუბრისას განმარტავს, 23 წლის ქალს არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოუვლინდა, თუმცა იმის გამო, რომ ის შეშინებული იყო, მისი კლინიკაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„პაციენტს არ ჰქონდა ცხელება და არ ჰქონდა არანაირი ტკივილი გარდა ინოკულაციის ადგილის ტკივილისა და არც რაიმე სხვა გამოვლინებისა. ის ცოტათი შეშინებული იყო, ამიტომ მისი აქ დარჩენა ვამჯობინეთ”, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, იტალიაში, ტოსკანაში, 23 წლის ქალს, მედიკოსის შეცდომის გამო, Pfizer-ის ვაქცინის 6 დოზა გაუკეთეს.